სესია_1 რეფლექსია
სესია_1 რეფლექსია
პირველი დღე იყო ძალიან საინტერესო და ამაღელველები , ქალბატონმა მარიკამ ისე დამაინტერესაა ყველაფრით რომ წამოსვლაც კი არ მსურდა . პირველ დღეს ჯერ გავეცანით ერთმანეთს მის მარტლის თამაშის მეშვეობით გავცვალეთ სამი ნივთი და დავახასიათეთ ერთმანეთი შემდეგ უნდა გვეთქვა მართალი იყო თუ არა , სამწურაროდ ჩემი დახასიათება მთლად სწორად ვერ მოახერხეს . შემდეგ თითოეულმა ჩვენგანმა ჩამოვწერეთ ჩვენი ინტერესები მიზნები და იდეები შევადარეთ ერთმანეთისას და ვისაც საერთო ინტერესები , იდეები და მიზნები გვქონდა ერთმანეთთან დავწყვილდით , ძალიან საყვარელი და სანდომიანი მეწყვილე შემხვა ყველაფერში ვუგებთ ერთმანეთს და ერთნაირი აზრები გვაწუხებს, გაგვაცნო ქალბატონმა მარიკამ ყველაფერი თუ რა გვევალებოდა დანარჩენ ლექციებზე , დავაწესეთ წესები და მისი არ ასრულების შემთხვევაში სახალისო დასჯა :ცეკვა, სიმღერა , ლექსის წაკითხვა და ა.შ.
პირველი დღე თითქმის სულ მოსმენის დღე იყო. ასევე წავიკითხეთ ტექნოლოგიების და მეწარმეობის ელექტრონული წიგნის რამდენიმე ფურცელი . ჩამოვთვალეთ ჩვენთვის ცნობილი ბიზნესმენები და ვისაუბრეთ თუ რამ შეუწყო ხელი მათ ბიზნესის განვითარებას . ლექციის ბოლოს კი ქალბატონმა მარიკამ დაგვაწერინა შთაბეჭდილება და ასევე თუ რას მოველოდით დანარჩენ ლექციებზე .
Comments
Post a Comment