სესია_2 რეფლექსია
სესია_2 რეფლექსია
მეორე ლექცია არ შემიძლია რომ არ გამოვყო იმიტომ რომ შრომატევადი და ძალიან საინტერესო იყო . მე და ჩემ წყვილს დაგვევალა აგვეგო გონებრივი რუკა და ეს ყველაფერი powerpoint-ში გამოვსახეთ ასევე გონებრივი რუკის მეშვეობით გამოვსახეთ ჩვენი იდეები ოთხი ძირითადი დანაყოფით: ინტერესებზედაბუძნებული,უნარებზე დაფუძნებული,მოტივაციაზე დაფუძნებული,საზოგადოების საჭიროებებზე დაფუძნებული . ამ ყველაფრის მეშვეობით ამოვარჩიეთ ჯერ ოთხი მნიშვნელოვანი და ყველაზე სასარგებლო იდეა შემდეგ რანჟირების სქემის მიხედვით კი ორი საუკეთესო ავარჩიეთ , ახლა კი მცირე აღწერას ვაკეთებთ . გავაცანით ოჯახის წევრებს მეგობრებს და საზოგადოებას და გვინდა მე და ჩემმა მეწყვილემ ამ ორი იდეიდან ავირჩიოთ ერთი საუკეთესო .
მცირე აღწერაც შევადგინეთ ამ ორი იდეის .
ბიზნეს იდეა 1. ქართული მეწარმეობის განვითარება და ფერმის შექმნა
აღწერა:
*საშუალო ზომის დაწესებულება(ფერმა)რომელიც იქნება მაღალმთიან ტერიტორიაზე სადაც ჟანგბადი და გარემო მაქსიმალურად სუფთა იქნება, რომელშიც თავმოყრილი იქნება სხვადასხვა სახის საქონელი.
*პრიორიტეტია მათი ხარისხი, ნატურალური პროდუქტის შექმნა და არა რაოდენობა.
*იქვე აღზრდილი საქონლისგან მოხდება ნატურალური პროდუქტის დამზადება ასევე საქონლის გაყიდვა.
*სანიტარული ნორმები მაქსიმალურად დაცული იქნება .
*ცხოველებს გამოცდილი ადამიანები მოუვლიან.
*პროდუქტის ღირებულება მაქსიმალურად იაფი იქნება ბაზარზე.
* მუშაობის პროცესში ნებადართული და შესაძლებელი იქნება ადამიანებმა დაათვარიელონ გარემო სადაც მოხდება ამ პროდუქტის დამზადება.
*პროდუქტის ხარისხსა და ნატურალურობას სპეციალისტები დაამოწმებენ.
*საწალმოში იქნება დეზობარები
ბიზნეს იდეა 2. სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს შექმნა ერთ მთლიანი რესტორნის სახით.
აღწერა:
*საშუალო ზომის დაწესებულება რომელიც იქნება დაყოფილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების მიხედვით, ანუ ერთ მთლიან გარემოში მოქცეული იქნება გამორჩეული ქვეყნების სამზარეულოები.მომხმარებელს საშუალება ექნება გადაწყვიტოს რომელი ქვეყნის სამზარეულოს გაცნობა სურს.
*ეს მთლიანი ტერიტორია დაყოფილი იქნება მცირე ნაწილებად ანუ სხვადასხვა ქვეყნის ტერიტეროებად , ეს მცირე ნაწილები იქნება მაღალ ხარისხზე მოწყობილი . დეკორაციები იმ ქვეყნის ზუსტ იმიტაციას შეუქმნიან მომხმარებელს .
*ყველა თავის ქვეყანას ეყოლება თავისი მიმტანი რომელიც ამ ქვეყნის ტრადიციულ სამოსში იქნება გამოწყობილი.
*პრიორიტეტი იქნება საკვების ხარისხი და კლიენტის სიამოვნება ვიდრე საკვების ღირებულება, აქედან გამომდინარე კერძების ფასი ძალიან მინიმალური იქნება.
*კერძებს გამოცდილი კულინარები დაამზადებენ.
*ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი.
*შეიქმნება სპეციალური რესტორნის ბარათები რომელიც მუდმივ კლიენტს დაასაჩუქრებს.
რათქმაუნდა ვმუშაობთ ბიზნეს იდეებზე ვაკეთებთ აქტივობებს და ვცდილობთ რომელი მათგანი უფრო ადვილია დასანერგად , რომელია საზოგადოებისთვის უკეთესი და ა.შ.
გვიწევს საზრიანად და დაფიქრებულად ვიმუშაოთ და ყველაფერი კარგად ავწონ დავწონოთ , გავერკვიოთ ყველაფერში , მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი ძალიან შრომატევადია იმდენად სასიამოვნო დაა გასართობია რომ შემიძლია შეუჩერებლად ვიმუშაო განვიხილო თითოეული და უამრავი აქტივობა გავაკეთო , რათქმაუნდა უნდა ავღნიშნოთ რომ ეს ყველაფერი ჩვენი ლექტორის დამსახურებაა . ველი შემდეგ ლექციებს დიდი მოუთმენლობით .
გვიწევს საზრიანად და დაფიქრებულად ვიმუშაოთ და ყველაფერი კარგად ავწონ დავწონოთ , გავერკვიოთ ყველაფერში , მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი ძალიან შრომატევადია იმდენად სასიამოვნო დაა გასართობია რომ შემიძლია შეუჩერებლად ვიმუშაო განვიხილო თითოეული და უამრავი აქტივობა გავაკეთო , რათქმაუნდა უნდა ავღნიშნოთ რომ ეს ყველაფერი ჩვენი ლექტორის დამსახურებაა . ველი შემდეგ ლექციებს დიდი მოუთმენლობით .
Comments
Post a Comment